"ფარისევლებო და კოლონიზატორებო, ლონდონი ჩემპიონატისას შარდში ჩაიხრჩო, იტალიას გამარჯვება არ მიულოცეთ" - უნგრელმა ისტორიკოსმა ბორის ჯონსონს შეუტია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში უნგრეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისას მასპინძელთა გულშემატკივრებმა თამაშის წინ მუხლმოდრეკილ სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს უსტვინეს, შემდეგ კი რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს და ჭიქები ესროლეს. თანამემამულეებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოექომაგა, რომელმაც ფიფას მადიარების დასჯისაკენ მოუწოდა. საპასუხოდ ჯონსონს ღია წერილით ცნობილმა უნგრელმა ისტორიკოსმა და მეწარმემ, მარია შმიდტმა მიმართა:

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! შოკირებული ვარ თქვენი შეტყობინებებით, რომლებიც უნგრელი ფანების სავარაუდო რასიზმს გმობს. ის გამოხატავს თქვენს ტიპურ ბრიტანულ კოლონიზატორულ პოზიციას.

ბრიტანელი ფეხბურთელები ჩვენს დედაქალაქში სტუმრების რანგში ჩამოვიდნენ და
უნგრელი ქომაგები გააღიზიანეს ჟესტით, რომელსაც ჩვენ ფარისევლურად ვთვლით.

ასწლეულების მანძილზე ბრიტანეთს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი კოლონიზებული ჰყავდა, ჩვენ კი ეს არასოდეს გაგვიკეთებია. აი, ამიტომ გირჩევთ დაზოგოთ თქვენი მუხლებით თამაშები იმ ქვეყნებისადმი, სადაც ამაზე მოთხოვნაა.

ცრუ და დემონსტრაციული გამოვლინებებით თქვენ ხელს არ უწყობთ ჩადენილი საქციელის მონანიებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ, უნგრელებს, ბრიტანელებისგან კარგი არაფერი მიგვიღია.

პასუხისმგებლობა ტრიანონის საზავო ხელშეკრულებასა და დანაშაულებრივ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გადატანილ იქნა ბრიტანელების მიერ საფრანგეთზე. ახლა კი არავის მიაჩნია, რომ იმ დროისთვის მსოფლიოს მძლავრი სახელმწიფო ბრიტანეთი განადგურებული და დამხობილი საფრანგეთის მითითების მიხედვით მოქმედებდა. ასევე 1918 წელს ბრიტანულმა ბლოკადამ თითქმის მილიონი გერმანელის შიმშილით სიკვდილი გამოიწვია და ეს ზავის შემდეგ. გერმანიას თუნდაც მცირე სიმამაცე რომ ჰქონდეს, ამ საკითხს წამოჭრიდა.

და მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომისას მილიონობით ინდოელი შიმშილით იმის გამო დაიღუპა, რომ ბრიტანელებმა ხორბლის თესლი წაართვეს. რა თქმა უნდა, თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩერჩილის რასისტული თავის მართლება - წინააღმდეგ შემთხვევაში მისაბაძ მაგალითად არ ჩათვლიდით.

და ჩვენ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ გაპატიებთ იმას, რომ 1944 წლის შემოდგომაზე სტალინთან ერთად ჩვენი რეგიონი გაიყავით.

თუმცა, მოდით, ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ევრო 2020-ის დროს ბრიტანელი ფანები ისე იქცეოდნენ, როგორც ნაძირლები - როგორც ათწლეულების მანძილზე. რამდენიმე გულშემატკივარს ფიზიკური, ხოლო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პენალტი ვერ გაიტანეს, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

არც პრინცმა უილიამმა და არც თქვენ, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდით, არ მიულოცეთ იტალიას ჩემპიონობა - მართლაც საშინელი საქციელია. ისევე, როგორც იტალიის ჰიმნისას სტვენა. ძლეული ინგლისელები არ დაელოდნენ იტალიელთა ჩემპიონებად გამოცხადებას, გამარჯვებულთა მიმართ პატივისცემა არ გამოიჩინეს.

ბრიტანელი ფანების გამო ლონდონი ნარწყევში, შარდსა და ნაგავში ჩაიხრჩო. ისინი გადალახავდნენ წინაღობებს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიძვრებოდნენ სტადიონზე - და ეს პანდემიის დროს. ისე იქცეოდნენ, როგორ სჩვევიათ. მე კიდევ ველი მათ დასჯას, რადგან ჩვენ მიმართ, რა თქმა უნდა, სამაგალითო ზომებს გაატარებენ.

ბორის ჯონსონ, თქვენ პატარა, დანგრევის პროცესში მყოფ ქვეყანას უდგახართ სათავეში. შეიგნეთ ეს და საკუთარ სახლში დასუფთავებით დაკავდით. ბევრი საქმე გელით".

მკითხველის კომენტარები / 41 /
ყველაზე თვალთმაქცი და ფარისეველი ერი( ელიტა)ბრიტანელები. თუმცა უნგრელები მეორე მსოფლიო ომზე და მათ დანაწილებაზე ხმას არ უნდა იღებდნენ. ნაცისტების მხარეს იბრძოდნენ და პირველ მსოფლიო ომსა და რუსეთის 1917ს რევოლუციის პერიოდში სადამსჯელო რაზმებს აყალიბებდნენ ხორვატებთან ერთად
ზაური
13 სექტემბერი 2021 18:53
0
ბრავო, მარია შმიდტ! ათიანში გაარტყი!!!
MARI XUANA
07 სექტემბერი 2021 17:33
1
რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს ეს ხალხი, ერთადერთი ნათელი წერტილი ცენტრალურ ევროპაში ეს არის უნგრეთი. თუ მექნება საშუალება აუცილებლად ვესტუმრები ამ ქვეყანას
საქართველო
07 სექტემბერი 2021 16:32
1
უნგრელებს, ანუ ჰ უ ნ ე ბ ს ...ისტორიის გახსენება უნდათ(?!)... უნდა წ ა ე თ რ ი ო ნ - საიდანაც მოეთრიეს - ალტაის სტეპებში, სადაც ახლა არიან - ადგილობრივები რომ ამოხოცეს, ან ასიმილირება მოახდინეს... არც მერე შეუწყვეტიათ ომები, სისხლუსღვრა გარშემო...
გლახუნა
07 სექტემბერი 2021 14:56
22
უნგრელებს სრულად ვეთანხმები იმაში, რომ ეს მუხლებზე დადგომა ფარისევლური და არაფრის მომცემი ჟესტია, და თუ მაინცდამაინც რაიმეს მონანიება უნდათ, იმათ მოინანიონ ვინც საუკუნეების მანძილზე ზანგებს მონებად იყენებდა, სეგრეგაციის პოლიტიკას ატარებდა და მათ გეტოებში აცხოვრებდა... საქართველოს ნაკრებმა მაგალითად, რატომ უნდა დაიჩოქოს ვერაფრით ვერ ვხვდები, რა, დავუშავეთ რაიმე შავკანიანებს?.. და კიდევ, სიტყვა ზანგი სულაც არ მიმაჩნია სალანძღავ სიტყვად, ქართულში ეს ლიტერატურული სიტყვაა...
zaza
07 სექტემბერი 2021 13:47
1
ზაზა გეთანხმები!
გია
07 სექტემბერი 2021 14:07
1
ბრიტანელები ყველა ნაგავი ხალხია ირლანდიელების გარდა.
შაკო
07 სექტემბერი 2021 13:23
5
შოტლანდიელები და უელსები კარგი ხალხია,ძირითადში!
!!!
07 სექტემბერი 2021 16:05
0
აბაა, ურუსებზეც ,არაა?!
გლახუნა
07 სექტემბერი 2021 15:05
9
ინგლისის ნათრევი არ იყოს მაინც ევროპა ბოლო 30 წელი. თუ ასეთი ბანძია ბრიტანეთი ნეტა ნახევარი უნგრეთი აქ რატოა საშოვარზე ჩამოსული. უნგრელებზე შოვინისტი ერი ცოტაა, დამიჯერეთ უნგრეთშიც მიცხოვრია და ბრიტანეთშიც ვცხოვრობ.
Kai kaci
07 სექტემბერი 2021 13:13
22
ნახევარი საქართველო რუსეთშიც კია გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები შოვინისტები და დერჟიმორდები არ არიან?!...
ვოოტ
07 სექტემბერი 2021 17:24
1
ურუსების, ანუ მონღოლების,არაფერი რომ არა აქვთ სლავებთან გენეტიკიდან დაწყებული - კულტურით დამთავრებული ...პროპაგანდაზე არიან აყოლილები- თავად ფაშისტები- პ ა ს უ ხ ა დ -უნგრელები, ანუ ჰ უ ნ ე ბ ი - ალტაის მთებში - მონღოლებთან ...
გლახუნა
07 სექტემბერი 2021 15:01
15
გლობალისტი ჯონსონი თრამფის ტალღაზე აღზევდა. შემდეგ, თრამფს ჩაარტყა ზურგში მახვილი. ახლა დაემხოს მუხლებზე და მიიღოს რაც დაიმსახურა.
გიორგი
07 სექტემბერი 2021 12:31
5
არაადექვატური წერილია.. შეურაცმყოფელი და ბოღმით სავსე. ფეხბურთან რა საერთო აქვს.? ინგლისში არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ უნგრეთში კი და თან რამდენჯერმე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დიდი სტუმათმოყვარეობით არ გამოირჩევიან.
გიგა
07 სექტემბერი 2021 12:29
15
ეს ის ინგლისელები არ არიან რომლებიც სამეფო ოჯახიდან ყველაზე პოზიტიური ვინც არის და კარგი პიროვნება ჰარის მისი ცოლის კანის ფერის გამო პრობლემები შეუქმნეს და მერე იმ ქალმაც აღიარა რომ რასისტულ პრობლემები ჰქონდა სამეფო ოჯახში. მთელი ინგლისი ლაპარაკობდა იმ ქალზე და დღესაც ლაპარაკობს, ვისაც არ ეზარებოდა ჰარის განიკითხავდა, აქ ეხლა გამოვიდნენ ყველაზე ჰუმანურები და ადამიანის უფლებების დამცველები.
zaza
07 სექტემბერი 2021 12:25
7
ზაზა - სამეფო ოჯახს კი არა- შენ შვილს ა რ მოაყვანინებ ზანგ ცოლს ... ზანგი შვილიშვილები თუ გინდა...
გლახუნა
07 სექტემბერი 2021 15:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული