საბერძნეთმა შვედეთი, ხოლო ესპანეთმა კოსოვო დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები აუტსაიდერია, ორი მატჩი გაიმართა.

ესპანეთმა პრიშტინაში კოსოვო 2:0 დაამარცხა. ანგარიში 32-ე წუთზე დიეგო ფორლანმა გახსნა, ხოლო 88-ეზე მასპინძლები ფერან ტორესმა დაამწუხრა.

საბერძნეთმა მოულოდნელად ათენში შვედეთს 2:1 სძლია. 62-ე წუთზე მასპინძლები ანასტასიოს ბაკასეტასმა დააწინაურა, 74-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა დალაშქრა რობინ ოლსენის კარი, ხოლო მე-80 წუთზე რობინ ქუაისონმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

13 ქულით ჯგუფის ლიდერი ესპანეთია, რომელსაც 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე 9 ქულით შვედეთია, 6 ქულით მესამეზე - საბერძნეთი. აღსანიშნავია,
რომ შვედებსა და ბერძნებს 4-4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ასე რომ, ელადელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ და მის განსამტკიცებლად 9 ოქტომბერს ბათუმში „ჯვაროსანთა“ ძლევას შეეცდებიან. იმავე დღეს შვედეთი კოსოვოს უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ