"ეს ავტოგოლი იყო" - რუმენიგემ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"მხოლოდ 3 წელში "ლა ლიგამ" ორი სიმბოლო დაკარგა: ჯერ კრიშტიანო რონალდო გავიდა "იუვენტუსში", ახლა კი მესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდა.

მარკეტინგის თვალსაზრისით, ეს ისეთი დანაკარგი იყო, რომელსაც ვერ აანაზღაურებ.

ყველა იმას ამბობს, რაც უნდა, ხო და მე ვიტყვი, რომ ფინანსური ფეარ-პლეის გამო ლიგიდან მესის გაგდება ავტოგოლი იყო,"- განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით