18 სექტემბრის 5 გამორჩეული შეხვედრა

AutoSharing Option
დღეს, 18 სექტემბერს, ევროპის მასშტაბით ფეხბურთის შიდა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება. გთავაზობთ, 5 გამორჩეულ მატჩს.

მიუნხენის "ბაიერნი" - "ბოხუმი"

Sportall.Ge

"რეკორდმაისტერი" "ალიანს არენაზე" "ბოხუმს" უმასპინძლებს.

4 ტურის შემდეგ ბავარიელებს 10 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე იმყოფებიან, თავის მხრივ, "ბოხუმმა" ამდენივე ტურში 3 ქულის მოგროვება მოახერხა, რითაც დამსახურებულ მე-14 ადგილს იკავებს.

დღევანდელ დაპირისპირებაში მასპინძლებს კორენტინ ტოლისო არ ეყოლებათ, რომელიც ისედაც დიდი ხანია აკლიათ, თავის მხრივ, სტუმრებს ტაკუმა ასანოს, კრისტიან გამბოასა და სიმონ ზოლერის გარეშე მოუწევთ თამაში.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე
დაიწყება.

"მანჩესტერ სიტი" - "საუთჰემპტონი"

Sportall.Ge

პრემიერ ლიგაში პირველივე ტურში მარცხის შემდეგ "ქალაქელებმა" ფორმა აკრიფეს და ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგეს (1 ლიგაზე, 3 შიდა ჩემპიონატში), დღეს კი "საუთჰემპტონს" უმასპინნძლებენ.

4 ტურის შემდეგ "სიტის" 9 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება, "წმინდანები" 3 ქულით მე-14 ადგილს იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ბენჟამინ მენდი არ ეყოლება, კითხვის ნიშნის ქვეშაა აიმერიკ ლაპორტისა და ჯონ სტოუნსის თამაშიც.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "საუთჰემპტონს" ტეო უოლკოტისა და სტუარტ არმსტრონგის გარეშე მოუწევთ მოედანზე გამოსვლა.

შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

"ლივერპული" - "კრისტალ პალასი"

Sportall.Ge

"ლივერპული" "ენფილდზე" "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს. მერსისაიდელები კარგ ფორმაში არიან, რის დამტკიცებას დღესაც შეეცდებიან.

4 ტურის შემდეგ "ლივერპულს" 10 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, "არწივები" 5 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "წითლებს" რობერტო ფირმინო და ჰარვი ელიოტი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ნეკო უილიამსის თამაშიც.

თავის მხრივ, სტუმრებს ებერიჩ ეზე და ნათან ფერგიუსონი არ ეყოლებათ.

შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

"ინტერი" - "ბოლონია"

Sportall.Ge

იტალიის სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული "ინტერი" საკუთარ კედლებში "ბოლონიას" მიიღებს.

ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, განვლილი 3 ტურის შემდეგ კი თანაბარი 7-7 ქულა აქვთ და "უდინეზესთან" ერთად 4-6 ადგილს იყოფებ ("ინტერი" მე-4, "ბოლონია" მე-6).

დღევანდელ შეხვედრაში მილანელებს სტეფანო სენსი არ ეყოლებათ, რომელიც ისედაც დიდი ხანია აკლიათ, სტუმრებს ჯერდი შუტენის გარეშე მოუწევთ თამაში.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მადრიდის "ატლეტიკო" - "ატლეტიკი"

Sportall.Ge

ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ატლეტიკო" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ბილბაოს "ატლეტიკს" მიიღებს.

მადრიდელები 4 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან ,თავის მხრივ, ბასკები 8 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "როხი ბლანკოს" ტომას ლემარი გამოაკლდება, "ბილბაოს" ალვარეზი, იური ბერშიჩე და ესლანის გარეშე მოუწევს თამაში.

მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოთვლილთაგან არცერთი არ არის გამორჩეული თამაში. ყველა რიგითი კალენდარული მატჩია, აი ხვალ კი დიდი მატჩებია
vanga
15:32 18-09-2021
0

სიახლეები პოპულარული