კრიშტიანო რონალდოს თაღლითბით 288 000 ევრო მოპარეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანო რონალდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიელმა ტურისტული კომპანიის აგენტს საბანკო ბარათის მონაცემები მიაწოდა, რის შემდეგაც 53 წლის ქალმა ისარგებლა და 200-ზე მეტი მოგონილი მოგზაურობა ჩანიშნა, რის შემდეგაც ფეხბურთელის კუთვნილი 288 000 ევრო ისე მიითვისა, რომ "რონიმ" არც არაფერი იცოდა.

კრიშტიანოს გარდა ტურაგენტმა ჟორჟე მენდესის, მანუელ ფერნანდეშისა და ნანის კუთვნილი თანხაც მიისაკუთრა - საბოლოო ჯამში დამნაშავემ ცნობილ პიროვნებებს 350 000 ევრო მოჰპარა.

დადასტურებულია, რომ ქალბატონი 2017 წელს დამნაშავედ სცნეს, იმის შემდეგ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
იმყოფება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
თან კულტურისტის ტანი აქვს.ნამდვილი მოვლენაა სპორტში.
magaria
23 სექტემბერი 2021 14:57
0
288000 ევროს რომ ვერ შენიშნავ ანგარიშზე მინუსში, ყველას გისურვებთ ასეთ საბანკო ექაუნთს
მამუკა
20 სექტემბერი 2021 21:13
0
ოფიციალურად მილიარდელია
აკო
21 სექტემბერი 2021 09:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული