რუსი ფეხბურთელი 48 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
"Kronen Zeitung"-ის ცნობით, ავსტრიის სამოყვარულო ლიგაში მოთამაშე რუსი ფეხბურთელი, რაშიდ არსანუკაევი მეტოქისთვის თავის დარტყმის გამო დიდხნიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი 11 სექტემბერს, ავსტრიის მე-9 ლიგის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "გოფისი" და "ბრეგენზი" ეთამაშებოდნენ, მოხდა, არსანუკაევმა მოწინააღმდეგეს თავი დაარტყა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელმა მსაჯის ახსნა განმარტება არ გაითვალისწინა და არბირტს განუცხადა:

"მე განახებ რისთვის ღირს დასჯა, შემდეგ კი თავი პირდაპირ ცხვირში ჩაარტყა".

არასასიამოვნო ფაქტი განსახილველად სასამართლოს გადაეცი, გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, სპორტსმენი 48 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ციხეშიც რატო არა? მითუმეტეს როცა პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლა უფრო დიდი დანაშაულია
ნოდო
22 სექტემბერი 2021 18:00
4

სიახლეები პოპულარული