"მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს დედამ, დოლორეს ავეირომ 2017 წელს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალზე თავისი შვილიშვილის რეაქცია გაიხსენა, როდესაც ლეო მესი დაინახა.
"მე კრიშტიანინიოსთან ერთად ვიყავი და ვუთხარი: "ნახე, ეს მესია". მან მიპასუხა: "ეს მესი არაა, ეს ადამიანი ძალიან დაბალია".
შემდეგ ჩემმა შვილმა უთხრა, ლიონელთან მისულიყო და მისალმებოდა. ჩემი შვილიშვილი უკვე მაშინ იყო მესიზე მაღალი. ეს ძალიან სასაცილო იყო", - თქვა დოლორესმა Leão’s ADN-ის პოდკასტში.
2017 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი რონალდო გახდა.
რონალდოს დედა რომ დიდად ადეკვატური არ არის, მისი ინტელექტის პატრონი, არ გამკვირვებია. ვითომ დასცინა თავის ჭკუაში მესის