[PREVIEW] დიდი სახელები და დაძაბული შეხვედრები - ტურის 7 გამორჩეული მატჩი

AutoSharing Option
24-27 სექტემბერს ევროპაში შიდა ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება. გთავაზობთ 7 გამორჩეულ მატჩს:

"ვალენსია" - ბილბაოს "ატლეტიკი"

Sportall.Ge

ლა ლიგის მე-7 ტურში "ვალენსია" "ბილბაოს" მასპინძლობს.

6 ტურის შემდეგ "ღამურები" 10 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, ბასკებს 9 ქულა აქვთ და მე-9 ადგილს იკავებენ.

"მესტალიაზე" გასამართ შეხვედრაში მასპინძლებს ხოსე გაია, ტიერი კორეია, კარლოს სოლერი, დენის ჩერიშევი და კრისტიანო პიჩიჩი არ ეყოლებათ. "ატლეტიკს" იერაი ალვარესი, იური ბერჩიჩე და ოიჰან სანტესი გამოაკლდება.

მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

"ლაციო" - "რომა"

Sportall.Ge

სერია A-ს
მე-6 ტურში დედაქალაქური დერბი "ლაციოსა" და "რომას" შორის გაიმართება.

5 ტურის შემდეგ "რომას" 12 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. "ლაციო" 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მასპინძლების შემადგენლობიდან კითხვის ნიშნის ქვეშაა მატია ძაკანის თამაში. რაც შეეხება "ყვითელ-წითლებს", მათ ლეონარდო სპინაცოლა გამოაკლდებათ, მატიას ვინას მოედანზე გამოსვლა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ინტერი" - "ატალანტა"

Sportall.Ge

სერია A-ს მე-6 ტურში "ინტერი" "ატალანტას" მასპინძლობს.

5 ტურის შემდეგ მილანელებს 13 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე იმყოფებიან. ბერგამოელები 10 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.

"ნერაძურის" ხსენებულ შეხვედრაში არტურო ვიდალი, ხოაკიმ კორეა, სტეფანო სენსი და კრისტიან ერიკსენი გამოაკლდება. "ატალანტას" ლუის მურიელისა და ჰანს ჰატებურის გარეშე მოუწევს თამაში.

მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

"არსენალი" - "ტოტენჰემი"

Sportall.Ge

პრემიერლიგის მე-6 ტურში ლონდონური დერბი "არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის გაიმართება.

"მეთოფეები" 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. "მამლებს" 9 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.

"არსენალს" გრანიტ ჯაკა გამოაკლდება. "სპურსის" რიგებიდან ლუკას მოურასა და სტივენ ბერგვაინის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

"გლადბახი" - "დორტმუნდი"

Sportall.Ge

გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა "გლადბახსა" და "დორტმუნდს" შორის გაიმართება.

მასპინძლებს სატურნირო თვალსაზრისით საშინელი მდგომარეობა აქვთ, 5 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ და მე-16 ადგილს იკავებენ. "ყვითლები" 12 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

ხსენებულ მატჩში "კვიცებს" სტეფან ლაინერი, მარკუს ტურამი და იონას ჰოფმანი გამოაკლდება. თავის მხრივ, "დორტმუნდს" იულიან ბრანდტი, ჯოვანი რეინა, ნიკო შულცი და ემრე ჩანი არ ეყოლება.

მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მადრიდის "რეალი" - "ვილიარეალი"

Sportall.Ge

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის "რეალი" "ვილიარეალს" მასპინძლობს.

"სამეფო კლუბი" 6 ტურის შემდეგ 16 ქულით ლა ლიგის ლიდერია. თავის მხრივ, "წყალქვეშა ნავები" 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

"რეალს" გარეთ ბეილი, დანი კარვახალი, ტონი კროოსი, ფერლან მენდი და დანი სებალოსი გამოაკლდება. "ვილიარეალს" სამუელ ჩუკვუეზე არ ეყოლება.

მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ჩელსი" - "მანჩესტერ სიტი"

Sportall.Ge

პრემიერლიგის მე-6 ტურში ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

"არისტოკრატები" 5 ტურის შემდეგ 13 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, "ქალაქელები" 10 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ხსენებულ შეხვედრაში ლონდონელების რიგებიდან ედუარდ მენდისა და კრისტიან პულიშიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. "მანჩესტერ სიტის" აიმერიკ ლაპორტე და ჯონ სტოუნსი არ ეყოლება. მოედანზე შესაძლოა ილქაი გიუნდოგანი, ოლექსანდრ ზინჩენკო და როდრი გამოაკლდეთ.

მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.