რონალდოს დედა რძალს იწუნებს? არეულობა ვარსკვლავის ოჯახში

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს დედას, დოლორეს ავეიროს, არ სურს, რომ მისმა შვილმა ჯორჯინა როდრიგესზე იქორწინოს. ვარსკვლავის მშობლის თქმით, არგენტინაში დაბადებულ მოდელს ეკონომიკური ზრახვები ამოძრავებს.

პორტუგალიელი შემტევი საპასუხოდ თავის ამჟამინდელ სატრფოსთან ბედნიერია, სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილი კი კრიშტიანო ჯუნიორთან, ევასთან, მატეოსთან და ალანასთან ერთად მანჩესტერში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი მათი საერთო შვილია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი სპორტსმენისგან ხელის თხოვნას ელოდება, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდოს დედა ამის წინააღმდეგია. მედალს ორი მხარე აქვს და გარკვეული პერიოდის წინ დაიწერა, რომ ჯორჯინასა და ავეიროს
კარგი ურთიერთობა აქვთ, ქალბატონი კი როდრიგესის რონალდოს ცხოვრებაში ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს.

ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჯერებს თუ არა "იუნაიტედის" ფორვარდი დედას.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძაან ცუდია, ქირით მოუწევთ გადასვლა, თან ამდენი ბავშვით ძაან ძნელია დღევანდელ დღეს.
ლალიკო96
11:40 30-09-2021
1
რავი, სიგარეტს ეწევაო ვიღაცას უთქვამს...
REAL MADRID
13:07 30-09-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული