"მარადონამ ნარკოტიკებზე შემსვა, მცემდა, მკერდი გამადიდებინა" - ამბობს კუბელი ქალი

AutoSharing Option
კუბელმა მავის ალვარესმა განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიეგო მარადონა სცემდა. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც მავინი 16 წლის იყო. მარადონა კუბაში 2000-04 წლებში ცხოვრობდა.

"დიეგო ხშირად მცემდა. ერთხელ ავტომობილში ჩამტენა, თმებით კიბეზე ამათრია. სასამართლოში არ მიჩივლია. რა უნდა მეთქვა? წასვლა მინდოდა, მაგრამ არ გამიშვა.

არ მჯერა, რომ სასამართლო და პოლიცია რაიმეს მოიმოქმედებდნენ. ფიდელ კასტრო მას დაეხმარა და მსგავს რამეს არ დაუშვებდა. იჩხუბა, როდესაც ბარში ერთად ვიყავით. ის, მე და ვისაც ეჩხუბა, პოლიციაში წაგვიყვანეს. შემდეგ მარადონას დაკავებისთვის პოლიციელს საყვედური
გამოუცხადეს.

Sportall.Ge

სახლიდან რამდენჯერმე გამაგდო. ერთხელ ტელეფონის ყურმილი ავიღე და ხელი გამარტყა - მისი მეუღლე კლაუდია ვილიაფანია ურეკავდა. ვუპასუხე, რადგან მარადონა ყოველთვის ამბობდა, რომ გაშორებულები იყვნენ. ყურმილი გადააგდო, დამარტყა და საწოლზე დამაგდო. ბევრი სიმწარე გადავიტანე", - ციტირებს 37 წლის ალვარესს "მირორი".

მან აგრეთვე თქვა, რომ ნარკოტიკებზე შესვა და მკერდის გადიდება აიძულა.

ასევე დაგაინტერესებთ