ვან დაიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა და ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა.

"ვიტყვი, რომ მესი ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასსა და რონალდოს ბოლო 10 წლის მანძილზე დაუჯერებელი ციფრები ჰქონდათ და ისიც დაუჯერებელია, რასაც მიაღწიეს. თუმცა, მე მესის ავირჩევ, რამეთუ "ბარსელონას" წინააღმდეგ 2019 წელს ძალიან რთული ღამე გამოგვივიდა.

ჰოლანი? ის განსაკუთრებული ფორვარდია, ძლიერი და სწრაფი. ყველაფერი აქვს, რაც მცველებს ცხოვრებას ურთულებს. ძალიან სწრაფი და ცოტა სწორხაზოვანია, ჯეიმი ვარდის ჰგავს, მაგრამ ერლინი უფრო მაგარია", - თქვა
ვან დაიკმა.

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
იცის ვან დაიკმა, თუ ვინ უნდა აირჩიოს.
წყალი არ გაუვა!
17:58 08-10-2021
9
მესი ჯერჯერობით მხოლოდ ბარსელონაში იყო მესი, ხოლო როლანდო სადაც კი თამაშობს ყველგან რონალდოა.
მახა
00:56 09-10-2021
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული