უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა მაღალ ხელფასზე უარი თქვა

AutoSharing Option
ТаТоТаке-ის ცნობით, უკრაინის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ ალეკსანდრ პეტრაკოვის ყოველთვიური გასამრჯელო დაახლოებით 10 ათასი დოლარია.

ახალგაზრდულ ნაკრებში პეტრაკოვის ხელფასი 5 ათასი იყო. ეროვნულ გუნდში მუშაობის დაწყებისას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ 10 ათასზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ შეთავაზებული თანხა ძალიან დიდია და ჯამაგირის მომატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ დასახულ ამოცანას შეასრულებენ.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, გუნდი პრემიის სახით 600 ათას ევროს მიიღებს და ბონუსის გარეშე ნაკრების არც ერთი თანამშრომელი არ
დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ ჰგვანებია ქეცბაიას და ცხადაძეს
შაკო
18 ოქტომბერი 2021 22:13
18
ქეცბაიაა მეორე:)
sul2
19 ოქტომბერი 2021 03:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული