კასანო: რონალდო ტოპ 5-ეულშიც არ შედის

AutoSharing Option
"მანჩესტერის" თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რაზეც კომენტარი იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ გააკეთა:

"კმარა ამაზე ლაპარაკი. რონალდო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია? ის ტოპ 5-ეულშიც არ შედის.

ჩემი აზრით, მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და რონალდო, ის, რომელიც ფენომენი იყო, სხვა დონისანი იყვნენ", - განაცხადა იტალიელმა BoboTV-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზოგი რა გაბოტროტებულიაააა.... ყველა დროის ბომბარდირი ლიგაზე. ნაკრებში. და მსოფლიოში. 5 გზის ოქროს ბურთი. და არაა ხუთეულში ხოოო... აჩუქოს ამ საცოდავს ერთი ოქროს ბუცი მაინც. იქნებ ბოღმამ აღარ დაახრჩოს
მამუკა
11 ნოემბერი 2021 16:27
2
ყველაფერი რაც მოედანზე ხდება საბოლოო ჯამში სტატისტიკაა.პელეს სამგზის მსოფლიო ჩემპიონობა სტატისტიკაა,მარადონა თითქმის მარტოს მოგებული მსოფლიო სტატისტიკაა,კიჭას სასწაული თამაში და გატანილი გოლები მსოფლიო ჩემპიონატებზე სტატისტიკაა,კრიშტიანოს ევროპაზე და ჩ.ლ-ზე გატანილი უამრავი ბურთიც სტატისტიკაა.კრიშტიანოს უამრავი ქემბექი მათ შორის ამას წინათ ირლანდიასთან ბოლო წუთებზე გატანილი ორი თავურიც სტატისტიკაა.ამ სულელმა კასანომ იქნებ თქვას რის მიხედვით შეადგინა ეს ხუთეული.
კრიშტიანო 115 და 135
20 ოქტომბერი 2021 14:54
8
არ ვიცი რონალდოსი და სხვათა აზრი, საუკეთესო ხუთეულზე მაგრამ ხუთეულში და მანამდე არსებულ ქვედა ქვეკატეგორიებში მოსახვედრად , მინიმუმ პრებენ ელკიაერ ლარსენზე უკეთესი უნდა იყო...:)))
საბა
20 ოქტომბერი 2021 14:09
1
კასანოს მგონი არ უთქვამს მე ვარ უკეთესიო და არა მგონია მას შეფასების ნაკლები უფლება ქონდეს ვიდრე აქ დამკომენტარებლებს(მათ შორის მეც :).
მე პირადად მას ვეთანხმები, მის ჩამოთვლილთაგან ყველა უფრო დიდი მგონია კრიშტიანოზე. და შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ფეხბურთი მარტო სტატისტიკა არაა :) ეგრე რომ იყოს მარადონას 50-ეულში მოხვედრაც გაუჭირდებოდა (და მსოფლიო თასი ემანუელ პეტისაც აქვს მოგებული :)
შეტევა
20 ოქტომბერი 2021 13:15
6
რითი ვაფასებთ საუკეთესოებს, შედეგებით?
თამაშის რაოდენობით? ხარისხით?
ამიტომ ყოველთვის სადაოა საუკეთესოს გამოვლენა. ვისთვის როგორ, როგორი სტილი მოსწონს, რას აფასებს ისე ასახელებენ, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება სანამ არ გვეცოდინება რის მიხედვით ვაფასებთ ასე რომ....
baggio
20 ოქტომბერი 2021 12:33
0
კასანო კრიშტიანუზე შეფასებას რომ გააკეთებს მართლა სასაცილოა
ზურა
20 ოქტომბერი 2021 09:12
7
კასანომ თუ თქვა ოკ
lasha
19 ოქტომბერი 2021 23:59
3
ნუ შენ რა ფეხბურთელიც იყავი ბაზარი არაა, შენთან კრისტიანო ჭიჭვეიშვილია.. ))
geo-geo
19 ოქტომბერი 2021 19:34
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული