"ფეიენოორდის" ფანების უღირსი საქციელი - მეტოქის პრეზიდენტს მაგიდები დაუშინეს

AutoSharing Option
დღეს, 21 ოქტომბერს, როტერდამში "ფეიენოორდსა" და "უნიონ ბერლინს" შორის კონფერენს ლიგის მატჩი გაიმართება, გუშინ საღამოს კი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.

ადგილობრივი კლუბის ხულიგანი ფანები "უნიონის" პრეზიდენტ დირკ ცინგლერსა და გერმანელთა ადმინისტაციას დაესხნენ თავს. ბერლინელთა მმართველებიდან 7 ქალი იყო, კლუბის წარმომადგენლები კი ერთად სასტუმროს შორიახლოს, ბარში იყვნენ შეკრებილები.

"ფეიენოორდის" ფანებმა ბარის შუშები ჩაამსხვრიეს, იარაღად კი მაგიდები გამოიყენეს, დელეგაციას სხვადასხვა სახის საგნები დაუშინეს, ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ.

როტერდამის პოლიციის საქმეში ჩართვის შემდეგ ინციდენტი მალე განიმუხტა. სამწუხაროდ, 1 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, 1 კი -
ციხეში.

2 მატჩის შემდეგ "ფეიენოორდი" "ი" ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს, "უნიონს" კი 3 ქულა აქვს და ჯგუფშიც მესამეა.

მომზადებულია The Berliner Kurier-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
1981 წელს,ფეინოორდთან საპასუხო მატჩის დროსაც "არ შეურცხვენიათ"თავი ფეინოორდის გულშემატკივრებს და სტადიონის ადმინისტრაციას.მთელმა საქართველომ იცის,იმ მატჩში მსაჯ ფრანც ვიორერის არნახულად უნამუსო მსაჯობაზე.ამავე დროს გულშემატკივრები მაღლითა ტრიბუნიდან,მცირერიცხოვან ქართულ დელეგაციას ბომბავდა ყველაფერით,რაც კი შესაძლოა თან ჰქონოდათ.სტადიონის დირექციას ამის საწინააღმდეგოდ თითი თითზე არ დაუდია,სამაგიეროდ მატჩის შემდეგ,გასახდელში ფეხბურთელებს სამახსოვრო ბუკლეტები დაახვედრეს,ფეინოორდის სტადიონის ფოტოებით.გახსოვდეთ და არასოდეს დაივიწყოთო.აგერ 40 წელი გავიდა და მე ისევ მწარედ მახსოვს.ალბათ ჩემზე უფრო მძაფრად ემახსოვრებათ იმათ,ვინც ეს ,საკუთარ თავზე გამოსცადა და დღეს ცოცხლები არიან
სოსო
15:46 21-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული