13 წლის მძინარე ბავშვს პირში პენისი ჩაუდო...

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში გაუგონარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ეს ამბავი 40 წლის ევრამ თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვების წინ "ტაიმსს" გაუმხილა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის მასწავლებელთან სახლში კვირაში სამი დღე რჩებოდა.

ევრამ თქვა, რომ მასწავლებელი სექსუალურად აღგზნებული იყო და როდესაც ეგონა, ბავშვს ეძინა, მის გახდას ცდილობდა, ყოფილმა ფეხბურთელმა კი ხელი ჰკრა და მუშტი დაარტყა. ამის შესახებ მას თავიდან დედისთვის მოყოლა რცხვენოდა და ბოლოს და ბოლოს დაარწმუნა მშობელი, მასწავლებელთან არ გაეშვა, მაგრამ ბოლო ღამეს
მასწავლებელმა პირში სასქესო ორგანო ჩაუდო.

პატრისს საფეხბურთო კარიერის დასაწყისში პოლიცია დაუკავშირდა, რადგან მასწავლებელს უჩიოდნენ, თუმცა მან სიმართლის გამხელა ვერ გაბედა. ეს საშინელი ამბავი მან დედას მხოლოდ ამ თვის დასაწყისში მოუყვა:

"ეს ჩემთვის მძიმე მომენტი იყო. ეს ძმებს, დებსა და ახლო მეგობრებს უნდა მოვუყვე. არ მინდა ხალხი ჩემს მიმართ სინანულით განიმსჭვალოს. რთული ვითარებაა. დედა ამის ჩემგან მოსმენას არ ელოდა.

ეს მისთვის დიდი შოკი იყო. ძალიან განრისხდა და ეს მითხრა: "ამის შესახებ წიგნში არ უნდა დაწერო, ეს პირადია". მე კი ვუპასუხე: "ეს ჩემთვის კი არა, სხვა ბავშვებისთვისაა". მომიგო, რომ ჩემი ესმის"

ევრამ აგრეთვე თქვა, რომ ჯერ სერიოზულად არ უფიქრია მოძალადისთვის ეჩივლა და სასამართლოსთვის მიემართა, თუმცა დედა ამას ურჩევდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
გირჩევთ დედებს და მამებს,ნურავისთან ნუ და ტოვებთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს ღამის გასათევად! მე არავის არ ვენდობოდი და ისე გავზარდე ჩემი შვილები,ერთი ღამე უჩემოდ არ გაუთენებით!
ანა
24 ოქტომბერი 2021 10:54
0
დიდი ტრავმა არის ეს და გასახარია, რომ ასეთი ადამიანები ახდენენ თავის რეალიზებას. პირველი არ არის ევრა ვისაც მსგავსი რამის გადატანა მოუხდა, მაგრამ მაშინვე უნდა ეჩივლა იმ გოთვერანისთვის, ამდენი ხანი არ უნდა შეყოყმანებულიყო.
Korn
23 ოქტომბერი 2021 15:26
1
მიდი გელა!!
მიდი მოვდივარ
23 ოქტომბერი 2021 13:12
18

სიახლეები პოპულარული