ბლატერი და პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული

AutoSharing Option
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას ექსპრეზიდენტი მიშელ პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული, - იტყობინება Inside the Games-ი.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიის პროკურატურამ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ 2015 წელს საქმე აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ  ბლატერმა პლატინის 2011 წლის თებერვალში 2 მილიონი ევრო გადაურიცხა. მაშინ ეჭვი გამოითქვა, რომ თანხის გადარიცხვა უკანონო იყო.

პლატინიმ მაშინ განაცხადა, რომ ბლატერს პირველი საპრეზიდენტო ვადისას (1998-2002) მრჩევლის რანგში სამსახური გაუწია და კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ანგ
არიშზე ჩაერიცხა. ბლატერი და პლატინი დანაშაულს არ აღიარებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქროს ბურთების ბარიგები.კარგად გვახსოვს ფიფას პრეზიდენტმა რომელსაც კანონით ამის უფლება არ ქონდა პირდაპირ ეთერში რონალდუს ტეხნიკურად როგორ აგინა და მესი აქო.როგორ ფიქრობთ იმ წელს ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს?
მექრთამეები
02 ნოემბერი 2021 22:26
3

სიახლეები პოპულარული