ბლატერი და პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული

AutoSharing Option
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას ექსპრეზიდენტი მიშელ პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული, - იტყობინება Inside the Games-ი.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიის პროკურატურამ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ 2015 წელს საქმე აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ  ბლატერმა პლატინის 2011 წლის თებერვალში 2 მილიონი ევრო გადაურიცხა. მაშინ ეჭვი გამოითქვა, რომ თანხის გადარიცხვა უკანონო იყო.

პლატინიმ მაშინ განაცხადა, რომ ბლატერს პირველი საპრეზიდენტო ვადისას (1998-2002) მრჩევლის რანგში სამსახური გაუწია და კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ანგ
არიშზე ჩაერიცხა. ბლატერი და პლატინი დანაშაულს არ აღიარებენ.