არგენტინის ჩემპიონატში მწვრთნელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

AutoSharing Option
არგენტინის რიგით მე-3 დივიზიონის შეხვედრის მიმდინარეობისას "ჰურაკან ლას ეირასა" და "ფერო პიკოს" გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც "ფეროს" მწვრთნელი მაურისიო რომერო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

უფრო დეტალურად, შეხვედრის 79-ე წუთზე "ჰურაკან ლას ეირა" მეტოქეს 3:1-ს ამარცხებდა, როდესაც გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გაისმა იარაღის ხმაც, ბრმა ტყვია კი მაურისიოს მხარში მოხვდა, რის შემდეგაც სპეციალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომეროს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომზადებულია asumetech-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული