ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია... სკანდალი აზიის თასზე

AutoSharing Option
ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა შო­რის ვნე­ბა­თა­ღელ­ვაა მას შემ­დეგ, რაც ირა­ნის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მე­კა­რეს ბრა­ლი დას­დეს, რომ კა­ცია. India Times-ის ცნო­ბით, იორ­და­ნია აზი­ის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ას ზოჰ­რე ქუ­დე­ის სქე­სის შე­მოწ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ირან­მა 2022 წლის ქალ­თა აზი­ის თა­სის (AFC) შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩის პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში იორ­და­ნია და­ა­მარ­ცხა. ირა­ნის ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მათ მე­კა­რეს მი­უ­ძღვის - მან გმი­რუ­ლად მო­ა­ხერ­ხა 2 გო­ლის აღე­ბა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის წყა­ლო­ბით ირა­ნის ქალ­თა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა 2022 წლის AFC-ში თა­მა­შის შან­სი.

მარ­ცხის შემ­დეგ იორ­და­ნი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის
პრე­ზი­დენ­ტმა, პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუ­სე­ინ­მა გაგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა, რომ ირა­ნის მე­კა­რის სქე­სი შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. ის ამა­ტებს, რომ თუ ბრალ­დე­ბე­ბი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გენ­დე­რის შე­მოწ­მე­ბა არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არ­სე­ბობს პრო­ვი­ზია, რო­მე­ლიც ჩვენ უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს, მო­ვი­თხო­ვოთ მო­თა­მა­შის სქე­სის და­დას­ტუ­რე­ბა", - ამ­ბობს ალ-ჰუ­სე­ი­ნი.

ორი­ვე ქვეყ­ნის მე­დი­ა­ში ეს სა­კი­თხი მთა­ვა­რი თე­მაა. ზო­გი­ერ­თის მტკი­ცე­ბით, ალი ბინ ალ-ჰუ­სე­ინ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ ატე­ხა აჟი­ო­ტა­ჟი, რომ მისი ქვეყ­ნის გუნ­დმა წა­ა­გო.

რაც შე­ე­ხე­ბა ირა­ნის ეროვ­ნულ გუნდს, მათ ბევ­რი ფიქ­რი არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ სა­კუ­თა­რი მე­კა­რის და­სა­ცა­ვად. ირან­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რის ჰორ­მო­ნე­ბი შე­მოწ­მდა პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა.

"იორ­და­ნი­ის გუნ­დი თვლი­და, რომ ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო­ნი იყ­ვნენ და როცა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ა­გეს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად ამ­გვარ ცრუ ბრალ­დე­ბებს მი­მარ­თავ­დნენ.“

ჯერ უც­ნო­ბია, გა­მო­ი­ძი­ებს თუ ­ა­რა AFC ამ სა­კითხს, როცა ქალ­თა აზი­ის თასი უკვე კარ­საა მომ­დგა­რი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული