Golden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა

AutoSharing Option
tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden Boy 2021, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა და გარკვეული პერიოდი ლიდერობდა კიდეც, დასრულდა. კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურისგან უმეტესობამ - 24-მა წარმომადგენელმა მხარი ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველ პედრის დაუჭირა. მეორე ადგილოსანი, "ბორუსიას" 18 წლის ნახევარმცველ ჯუდი ბელინგები, გამარჯვებულს აქამდე არსებული ყველაზე დიდი სხვაობით - 119 ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სიაში 2001 წლამდე დაბადებულ მოთამაშეთა 100 პრეტენდენტი იყო, რომელიც 20-ით მცირდებოდა, საბოლოოდ კი საქმეში კომპეტენტური ჟიურიც ჩაერთო.

Golden Boy
-ის უკანასკნელი გამარჯვებულები ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა - კილიან მბაპე, მატიას დე ლიხტი, ჟოაო ფელიქსი და ერლინ ჰოლანი.

რაც შეეხება გულშემატკივართა რჩეულს, ის "ზალცბურგის" 19 წლის გერმანელი ფორვარდი, ქარიმ ადეიემი გახდა.

altრუსი გულშემატკივრები ხვიჩას GOLDEN BOY 2021-დან გამოთიშვას ცინიკურად ეხმაურებიან

alt"ბარსელონამ" პედრის კონტრაქტი გაუგრძელა


მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარაცხელია უნდა გადვიდეს ზალცბურგში და მერე მაქედან გადავა მილანში და პატარა კაკა ეყოლება მილანს დაიმახსოვრეთ მერე რეალში გაიჩითება და ჩემპიონთან ლიგას მოიგებს კვარაცხეია ოქროს ბურთს მოიგებს მაგ წელს!!!
varskvlavi
22 ნოემბერი 2021 17:40
6
რათქმაუნდა პედრი იმსახურებდა ყველანაირად. ამ ასაკში მსოფლიოზე ძალიან მაგრად ითამაშა და ისედაც მაგარი ფეხბურთელია.
როცა ჩვენები მსოფლიოზე ან ევროპაზე გავლენ მაშინ ჩვენც გვექნება პრეტენზია მსგავს ჯილდოებზე. რუსულ კლუბში ნათამაშები ფეხბურთით სამწუხაროდ ამ ჯილდოს ვერ მოიგებ,მინიმუმ შენი ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევრო ტურნირებზე
Skeleton
22 ნოემბერი 2021 15:35
2
არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ პედრის და ვაღიარებ, რომ უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ღირდა, ამად ყველაფერი? მწვრთნელების ბრალია პედრის ესეთი მდგომარეობა, ჯერ ენრიკემ გადაწვა ქანც გაწყვეტამდე, მერე კუმანმაც დაუმატა ზედმეტი დატვირთვა. ახალგაზრდა სპორცმენის ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია და ზედმეტი ჩარევა, იმ შედეგამდე მიიყვანს, რაც დაემართა პედრის.
*****
22 ნოემბერი 2021 18:09
1
კი მაგაში გეთანხმებით, ზედმეტი მოუვიდა ენრიკეს და არ გაითვალისწინა, რომ 18 წლის ადამიანი ჯერ კიდე ბავშვია.
თუმცა უდავოდ ნიჭიერია პედრი და იმედია არ დაანგრევს ეგ ტრავმები მის კარიერას.
Skeleton
22 ნოემბერი 2021 17:15
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული