Golden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა

AutoSharing Option
tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden Boy 2021, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა და გარკვეული პერიოდი ლიდერობდა კიდეც, დასრულდა. კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურისგან უმეტესობამ - 24-მა წარმომადგენელმა მხარი ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველ პედრის დაუჭირა. მეორე ადგილოსანი, "ბორუსიას" 18 წლის ნახევარმცველ ჯუდი ბელინგები, გამარჯვებულს აქამდე არსებული ყველაზე დიდი სხვაობით - 119 ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სიაში 2001 წლამდე დაბადებულ მოთამაშეთა 100 პრეტენდენტი იყო, რომელიც 20-ით მცირდებოდა, საბოლოოდ კი საქმეში კომპეტენტური ჟიურიც ჩაერთო.

Golden Boy
-ის უკანასკნელი გამარჯვებულები ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა - კილიან მბაპე, მატიას დე ლიხტი, ჟოაო ფელიქსი და ერლინ ჰოლანი.

რაც შეეხება გულშემატკივართა რჩეულს, ის "ზალცბურგის" 19 წლის გერმანელი ფორვარდი, ქარიმ ადეიემი გახდა.

altრუსი გულშემატკივრები ხვიჩას GOLDEN BOY 2021-დან გამოთიშვას ცინიკურად ეხმაურებიან

alt"ბარსელონამ" პედრის კონტრაქტი გაუგრძელა


ასევე დაგაინტერესებთ