უხვგოლიანი მატჩი თურქეთში და "ტოტენჰემის" სენსაციური მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მე-5 ტურის E ჯგუფში "გალათასარაიმ" "მარსელს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

თურქები 1-ელ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, მასპინძლები ალექსანდრუ ჩიჩალდაუმ (12) დააწინაურა, მეორე გოლი კი 30-ე წუთზე დუჟე კალეტა-კარმა საკუთარ კარში გაიტანა.

მეორე ნახევარში "გალას" რიგებიდან სოფიანე ფეგულიმ (64) "მარსელის" კარი მესამედ აიღო, არკადიუს მილიკმა 68-ე წუთზე სხვაობა შეამცირა.

83-ე წუთზე რაიან ბაბელმა სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი არკადიუს მილიკმა 85-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, თურქები 11 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, ბოლო ტურის მატჩს კი 10 დეკემბერს, "ლაციოს" წინააღმდეგ
გამართავენ.

"მარსელი" 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, ბოლო მატჩს კი იმავე 10 დეკემბერს, მოკოვის "ლოკომოტივის" პირისპირ ჩაატარებს.

კონფერენს ლიგის G ჯგუფში "მურამ" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ, თავი ტომი ჰორვატმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში 72-ე წუთზე ჰარი კეინმა წონასწორობა აღადგინა.

სლოვენიურმა კლუბმა კი სენსაციური გამარჯვება 90+4 წუთზე ამადეი მაროსამ გაიტანა.

ამრიგად, "მურა" 3 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ბოლო ტურში (10 დეკემბერს) კი "ვიტესს" ესტუმრება.

"ტოტენჰემი" 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ბოლო ტურში კი (იმავე 10 დეკემბერს) "რენს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული