შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში ამ ქვეყნის ლიგისთვის შეუფერებელი რამ მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო "ბელენენსეშის" რიგებში თამაში მხოლოდ 9 მოთამაშეს შეეძლო (მათ შორის 2 მეკარე იყო), "ბენფიკას" წინააღმდეგ მათი შეხვედრა არ გადაიდო. პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრი იძულებული გახდა, მატჩი შეეწყვიტა.

საწყისი 45 წუთის შემდეგ ლისაბონელები 7:0-ს იგებდნენ, მთავარმა მსაჯმა მოტამ კი შეხვედრის გაგრძელება შეუძლებლად ჩათვალა. ნუნიესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, "ბარსელონას" კარში რეალური საგოლე მომენტის გამოუყენებელმა სეფეროვიჩმა - დუბლი.

"ბენფიკა" 31 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს, "ბელენენსეშს" კი 12 ტურის შემდეგ მხოლოდ

8 ქულა აქვს.

altფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უცნაური გოლი გავიდა [VIDEO]

altბენზემას 1 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფერდა...

altGolden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბენფიკა პორტო ან სპორტინგი რო ყოფილიყო 9 კაცით ჰო გადადებდით არა? :)
ნოდო
12:48 28-11-2021
0
ბარემ ეცემათ....
საბა
12:04 28-11-2021
0

სიახლეები პოპულარული