მესი - ლევანდოვსკის: გასული წლის მიხედვით, "ოქროს ბურთი" უნდა გადმოგეცეს

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" მეშვიდედ მოპოვების შემდეგ პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესიმ სცენიდან "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის მიმართა:

"მე მინდა ცალკე რობერტ ლევანდოვსკი მოვიხსენიო. შენთან კონკურენცია დიდი პატივია. ყველამ იცის, რომ გასულ წელს შენ გამარჯვებული იყავი.

ვფიქრობ, "ფრანს ფუტბოლმა" 2020 წლისთვის "ოქროს ბურთი" უნდა გადმოგცეს. შენ ეს დაიმსახურე. ის შენთან სახლში უნდა იყოს".

შეგახსენებთ, გასულ წელს პრიზი არავისთვის გადაუციათ, რაც "ფრანს ფუტბოლმა" კორონავირუსის პანდემიით ახსნა.