მესის მამა: ბლა-ბლა-ბლა... გააგრძელეთ

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის მამა ხორხე მესი თავისი შვილის მიერ "ოქროს ბურთის" მეშვიდედ მოპოვებას გამოეხმაურა და კრიტიკოსებს დასცინა.

"ბლა-ბლა-ბლა... გააგრძელეთ", - წერს ხორხე მესი "ინსტაგრამზე".

ლეო მესიმ დაჯილდოებისას განაცხადა, რომ გასულ წელს ამ ჯილდოს "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა. "ფრანს ფუტბოლის" მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ თქვა, რომ შეიძლება 2020 წლის მიხედვით, პრიზი პოლონელს გადასცენ.

ფერემ აღნიშნა, რომ წელს ხმა ლევანდოვსკის მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ