"იბრამ" კარიერაში საუკეთესო გოლი გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გაიხსენა.

"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ინგლისის ნაკრებში 30 მეტრის დისტანციიდან გატანილი მაკრატელა იყო. მათ ყოველთვის ვეზიზღებოდი. ბრიტანელების თქმით, მათ წინააღმდეგ ყოველთვის ზიზღით ვთამაშობდი" - იხსენებს ზლატანი.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩსა და "როსონერის" შორის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. ფეხბურთელი სერია A-ს ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში გოლი 40 წლისა და მეტი ასაკის შემდეგ გაიტანა. მოგეხსენებათ, აქამდე მსგავსი შედეგი სილვიო პიოლამ, პიეტრო ვერჰოვოდმა და ალესანდრო კოსტაკურტამ დააფიქსირეს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მაგრად მისწორდება მილანი რო ბრუნდება ❤
Ibra
01:39 02-12-2021
0
ქვილითაიას ბაძავს მარა სად ის და სად ეს...იქამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია..
კ ო მ ბ ლ ე
01:32 02-12-2021
0

სიახლეები პოპულარული