"იბრამ" კარიერაში საუკეთესო გოლი გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გაიხსენა.

"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ინგლისის ნაკრებში 30 მეტრის დისტანციიდან გატანილი მაკრატელა იყო. მათ ყოველთვის ვეზიზღებოდი. ბრიტანელების თქმით, მათ წინააღმდეგ ყოველთვის ზიზღით ვთამაშობდი" - იხსენებს ზლატანი.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩსა და "როსონერის" შორის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. ფეხბურთელი სერია A-ს ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში გოლი 40 წლისა და მეტი ასაკის შემდეგ გაიტანა. მოგეხსენებათ, აქამდე მსგავსი შედეგი სილვიო პიოლამ, პიეტრო ვერჰოვოდმა და ალესანდრო კოსტაკურტამ დააფიქსირეს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მაგრად მისწორდება მილანი რო ბრუნდება ❤
Ibra
02 დეკემბერი 2021 01:39
0
ქვილითაიას ბაძავს მარა სად ის და სად ეს...იქამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია..
კ ო მ ბ ლ ე
02 დეკემბერი 2021 01:32
0
და როგორ გგონია 2:2 ზე ვინ გაიტანა? ან მანამდე ის ორი გოლი აბა თუ მიხვდები ვინ გაიტანა ))))
Bs
02 დეკემბერი 2021 00:43
0
2:2-ზე რომ გაეტანა, უფრო მაგარი იქნებოდა :))
₾ადო
01 დეკემბერი 2021 19:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული