ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმა და შეუჩერებელი "გენტი"

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენტმა", რომლის განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "გენკი".

გოლი 29-ე წუთზე ნახევარმცველმა დე სარტმა გაიტანა.

"გენტმა" სეზონის არცთუ წარმატებული სტარტის შემდეგ, ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, 30 ქულით მე-7 ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ "ანტვერპენს" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და 15 დეკემბერს სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება. ამას გარდა, ეს გუნდი ასპარეზობას ქვეყნის თასსა და კონფერენს ლიგაზე აგრძელებს.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე ორჯერ ვერ მოხვდა განაცხადში, შემდეგ "ფლორასთან" თავის გამოჩენის საშუალება მისცეს, 71-ე წუთამდე ათამაშეს,
მერე კი ისევ განაცხადს მიღმა დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფლორასთან რომ დააყენა მწვრთნელმა შანსი მისცა არცთუისე ძლიერ გუნთან რომ თავი გამოეჩინა და რა მოხდა? 71 წუთს მანძილზე მხოლოდ 2 ეპიზოდში გამოჩნდა და იმის მეტი ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია და მე არ დავრჩი გულშემატკივარი მისი თამაშით კმაყოფილი და მწვრთნელი დარჩებოდა? ხოდა ამიტომაც არ შეიყვანა განაცხადში გენკთან მწვრთნელი ორგანიზებულია შედეგზე და იმ ფეხბურთელებს ათამაშებს ვინც შედეგის მიჰწევაში დაეხმარება ეგ გუნდია და არაა პანსიონატი რომ ვინმეს კომფორტზე იფიქრონ აჩვენებს იმ თამაშის ხარისხს და დონეს რასაც ითხოვს მწვრთნელი დააყენებს ვერ აჩვენებს და სულ ასე იქნება განაცხადს მიღმა და სკამზე როგორც არის ახლა და თვითონ უნდა გააცნობიეროს ის რომ ბელგიაშია და ითხოვენ მისგან მაქსიმუმ და საქართველოში აღარაა რომ აქ ბოდიში და ეფერონ და თან გადაყვნენ ოღონდ შენ კარგად იყავი და როგორც გინდა ისე მოიქეცი სუ ნუ ივარჯიშებ სუ ნუ დაიხარჯები მოედანზე არ ირბინო და მაინც სულ დაგაყენებ ძირითადში.
ევროპაა და იქ სხვანეირად ხდება და წყდება ყველაფერი. ტალინის ფლორასთან რომ ეგრე თამაშობს გენკთან ჩემპიონატის მატჩში ვინ დაგაყენებს.
გიორგი
01:03 13-12-2021
1
დიდი შეუგნებლობა გამოსჭვივის მაგ კაცისგან, უკვე დავრწმუნდი.
ჩვენ აქ გული აგვატკივა და თვითონ უკვე ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი. გულაობს კაცი.
მხოლოდ ნევროზის შემთხვევაში ვაპატიებ!
თენგო
13:32 13-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული