სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება

AutoSharing Option
ეს უტოპია კი არა რეალობაა

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა განაცხადა, რომ ერთა ლიგა ამჟამინდელი ფორმატით უკანასკნელად გაიმართება, სამხრეთ ამერიკის ნაკრებებით გაფართოვდება და ეს იმითაა გამოწვეული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების წინააღმდეგები არიან და ამით ფიფაზე ზეწოლას განახორციელებენ.

"კონმებოლის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და მათი ქვეყნების ნაკრებების ერთა ლიგაზე მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. ფორმატზე კიდევ ვმუშაობთ. რაც შეხება გრაფიკს, შეზღუდული არ არის, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, არ აგვერევა", - განუცხადა ბონეკმა ESPN-ს.

2024 წლიდან ერთა ლიგაზე არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე, პერუ და ურუგვაი
А ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო ბოლივია, პარაგვაი, ვენესუელა და ეკვადორი B ლიგაში. ყველა მატჩი ევროპაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე C ლიგაშია და იმისათვის, რათა სამხრეთამერიკელებთან თამაშის უფლება მიიღოს, რანგით დაწინაურება ესაჭიროება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
ალბათ უკვე ნერვიულობენ საქართველოსთან არ მოვხვდეთ ჯგუფშიო. DDD
G.LA
21:41 17-12-2021
2
ასეთ შემთხვევაში A ლიგიდან 6 ყველაზე სუსტი ევროპული ნაკრები(ამ გათამაშების მაჩვენებლებით) ჩამოქვეითდება B ლიგაში, ხოლო B ლიგიდან კიდევ 4 ყველაზე სუსტი ევროპული ნაკრები დაემატება და უკვე 10 ევროპული ნაკრები ჩამოქვეითდება C ლიგაში, რათა როგორც ითქვა ადგილი გაუნთავისუფლონ ზედა ლიგებში სამხრეთამერიკულ ნაკრებებს. ამას მოყვება ის, რომ შესაბამისად C ლიგაში უკვე აღარ იქნება ადგილი ყველაზე სუსტი 10 ევროპული ნაკრებისთვის, მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვის(თუ არ დავიკავეთ ჯგუფში 1 ადგილი ან არ მოვხვდით 2 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის) და ისინი დაქვეითდებიან D ლიგაში, სადაც ახლანდელი 7-ს ნაცვლად გახდება 17 ნაკრები და ასე დალაგდება ბალანსი(A ჯგუფი 16 ნაკრები, B ჯგუფი 16 ნაკრები, C ჯგუფი 16 ნაკრები და D ჯგუფი 17 ნაკრები). ელემენტარული არითმეტიკაა და ნუ მივეცემით ფუჭ ოცნებებს, რომ არგენტინა-ბრაზილიას შევხვდებით, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იქნება.
ღუტუნა
21:46 17-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული