სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება

AutoSharing Option
ეს უტოპია კი არა რეალობაა

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა განაცხადა, რომ ერთა ლიგა ამჟამინდელი ფორმატით უკანასკნელად გაიმართება, სამხრეთ ამერიკის ნაკრებებით გაფართოვდება და ეს იმითაა გამოწვეული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების წინააღმდეგები არიან და ამით ფიფაზე ზეწოლას განახორციელებენ.

"კონმებოლის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და მათი ქვეყნების ნაკრებების ერთა ლიგაზე მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. ფორმატზე კიდევ ვმუშაობთ. რაც შეხება გრაფიკს, შეზღუდული არ არის, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, არ აგვერევა", - განუცხადა ბონეკმა ESPN-ს.

2024 წლიდან ერთა ლიგაზე არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე, პერუ და ურუგვაი
А ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო ბოლივია, პარაგვაი, ვენესუელა და ეკვადორი B ლიგაში. ყველა მატჩი ევროპაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე C ლიგაშია და იმისათვის, რათა სამხრეთამერიკელებთან თამაშის უფლება მიიღოს, რანგით დაწინაურება ესაჭიროება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
მექსიკა გამოუშვით...
Ebijo
23:34 18-12-2021
0
ამათ მალე ევროპის ჩემპიპნატზეც ათამაშებენ და კი გამოვა მსოფლიო ჩემპიონატი, 2 წელიწადში ერთხელ
გოგა
12:40 18-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული