"ერთიანი რუსეთიდან" სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სულტან ხამზაევმა წინადადება წამოაყენა, ნაკრებში ცუდად მოთამაშე ფეხბურთელები დასაჯონ.
ხამზაევის აზრით, ფეხბურთელებს ხშირად არ ჰყოფნით დამატებითი მოტივაცია. ამიტომ უნდა დაჯარიმდნენ უხეიროდ ბურთაობის, დისციპლინის დარღვევისა და აგრეთვე, გულშემატკივრების ჩივილის გამო. საჯარიმო სანქციები უნდა ამოქმედდეს კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად.
დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ რევოლუციური მნიშვნელობის სიახლის დანერგვას, რამეთუ მისი თქმით, ეს ფეხბურთელთა მოტივაციასა და ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს.
სულთან ხამზათოვს რა ეკითხება ფეხბურთის,წადი ბიძია ორძელზე აიწიე.