კანჩელსკისი: რუსულ ფეხბურთში 90% თაღლითი და ვიგინდარაა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებისა და "მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა რუსულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"რუსული ფეხბურთის განვითარებაზე ბევრი დრო დავკარგეთ, მაგრამ უკეთეს შედეგს ვერ მივაღწიეთ. თუმცა, ცხოვრება გრძელდება, უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს. საჭიროა უფრო პოზიტიურები ვიყოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ფეხბურთში ბევრი თაღლითი, ვიგინდარა და დილეტანტია.  მიუხედავად ამისა, მე მაინც პოზიტივში ვცხოვრობ!

სამწუხაროდ, რუსული ფეხბურთი ღრმა ორმოში ჩავარდა. რატომ? იმიტომ, რომ პრემიერლიგაში ჩვენს კლუბებში 90% ქურდი და არამზადა დილეტანტებთან ერთად მუშაობს. ეს რუსული ფეხბურთის მთავარი სიბოროტეა!

სსრკ-ში სხვა გაგება და ტრადიცია
იყო, ამიტომ შედეგები უკეთესი გახლდათ. ახლა სამამულო ფეხბურთში ძალიან ბევრი თაღლითია, სამწუხაროდ. კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ, რადგან ისინი შემდეგ გამინაწყენდებიან.

ერთადერთი, რაც დაგვრჩა - ლოდინია! როგორც ერთ შესანიშნავ ანდაზაშია ნათქვამი, მოთმინება და შრომა ყველაფერს შეცვლის", - ციტირებს კანჩელსკისს РБ-Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსულ ფეხბურთს ჯანდაბამდე გზა ჰქონია თავიანთი მესვეურებით. ჩვენ ჩვენს გაჭირვებას მივხედოთ
: )))))))
09:45 24-12-2021
4
მასე რომ იყოს, ჯუღელი წამით არ გაჩერდებოდა მანდ!!!
ლადო
03:49 24-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული