იტალიელი სპეციალისტი ანდრეა პირლო შესაძლოა "ბენფიკას" მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს. ამ ინფორმაციას Calciomercato-ც ადასტურებს.
პორტუგალიის თასზე "არწივები" 1/8-ფინალში "პორტუმ" გამოთიშა, ეროვნულ ჩემპიონატში კი 37 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "პორტუსა" და "სპორტინგს" 4 ქულით ჩამორჩებიან.
წყაროს თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა შედეგით უკმაყოფილოა და ჟორჟე ჟესუსის გაშვებას აპირებს.
"აძურას" ექსნახევარმცველი "ბიანკონერიში" 2020 წლის აგვისტოს თვეში დაინიშნა, 2021 წლის მაისში კი დაკავებული თანამდებობა დატოვა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით