წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე - გრიზმან მბაპე!

AutoSharing Option
ჩილეში მცხოვრებ ბოლივიელებს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც გრიზმან მბაპე დაარქვეს, - იტყობინება "პარიზიენი".

ბიჭის სრული სახელი და გვარია გრიზმან მბაპე ჩამბი პაკახე. ის 1-ელ იანვარს ქალაქ კოპიაპოში დაიბადა. მამამ "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის საპატივცემულოდ აირჩია სახელი, დედამ კი - პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპეს საპატივცემულოდ.

2018 წელს საფრანგეთში მშობლებს უნდოდათ შვილისთვის გრიზმან მბაპე დაერქმიათ, მაგრამ ადგილობრივმა სასამართლომ ამის უფლება არ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ