ინსინიემ "ტორონტოსთან" გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე "ნაპოლის" ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ შეუთანხმდა და სეზონის დასრულებისთანავე "ტორონტოში" გადაბარგდება, - ამის შესახებ კანადური კლუბი "ტვიტერით" იტყობინება.

30 წლის ინსინიემ "ტორონტოსთან" ოთხსეზონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.

ამ სეზონში ინსინიემ ყველა ტურნირზე 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ