რუსი ფეხბურთელით "ნაპოლის" დაინტერესება სიმართლე არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ამა თუ იმ ფეხბურთელით ევროპული გრანდი დაინტერესდა. ამჯერად შეგვატყობინეს, რომ ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველი იგორ დივეევი შეიძლება "ნაპოლიში" გადავიდეს.

ნეაპოლური კლუბის წარმომადგენელმა დღეს "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ დივეევის მიმართ არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ. ფეხბურთელის აგენტმა ოლეგ ერიომინმა კი თქვა, რომ მას "ნაპოლიდან" არავინ არ დაკავშირებია.

დივეევმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალურად ჯერ ერთი ეს ფეხბურთელი ერთად აღებული ყველა ქართველ ცენტალურ მცველს ჯობია ორი თავით . კვამლი უცეცხლოდ არ ჩდება და ახლა ნაპოლი თუ არა მალე წაიყვანს რომელიმე ტოპ ლიგის გუნდი . ქართველ ფეხბურთელებს როდისმე თუ წაიყვანს ევროპის წამყვან ლიგებში ამაზე იფიქრეთ . რუსეთს 2 გუნდი პლეიოფში ყავს ნაკრები მსოფლიოზე გასასვლელ პლეიოფს თამაშობს და საქართველო ჯგუფში პირველად 14 წლის შემდეგ 2 თვის უკან მოიგო. ნეტავ ვის ედრებით დიდი ხანი რაც გიბრალტარს გადაუსწრო საქართველომ რეიტინგში ?
Paly
16:02 09-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული