კავაზაშვილი: იტალიელები რუსეთს დასცინიან - "ოქროს ნაგვის ურნა" კოკორინს

AutoSharing Option
სერია A-ს წლის ყველაზე უარესი ფეხბურთელის პრიზი "ოქროს ნაგვის ურნა" ნომინაციაში Jolly (სასაცილო) "ფიორენტინას" რუს თავდამსხმელ ალეკსანდრ კოკორინს გადაეცა. პირველი ადგილი მან მიღებული ხმების 53.21%-ით დაიკავა, მეორე ადგილზე 22.02%-ით "იუვენტუსის" ნახევარმცველი ადრიენ რაბიო გავიდა, ხოლო მესამეზე 9.17%-ით სიმუ (სალერნიტანა). თანამემამულის "აღიარებამ" მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი გააღიზიანა.

"რაც ახლა ალეკსანდრეს თავს ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი თავის პოვნა არ შეუძლია. გამიხარდა, როდესაც მისით "ფიორენტინა" დაინტერესდა. ის მახსოვს როგორც კარგი ფეხბურთელი, შემდეგ კი ყველა წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. არავინ არ
დაეხმარა. მე ვთვლი, ის რომ აქამდე მივიდა, ამაში მთელი საზოგადოებაა დამნაშავე.

ძალიან მინდა ალეკსანდრე ფეხბურთიდან არ გაქრეს. არ მესმის, კლუბი ახლა მას რატომ დასცინის. მე ვფიქრობ, ეს კოკორინის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის დაცინვაა. იტალიელები დაგვცინიან. ძალიან დასანანი სიტუაციაა, ალეკსანდრე კი ძალიან მეცოდება", - ციტირებს კავაზაშვილს "სპორტ-ექსპრესი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მენტალობით არის რუსი. მორჩა და გათავდა. ეროვნებას რაღა მნიშვნელობა აქვს.
თეიმურაზ კვიტაიშვილი
19 აგვისტო 2022 14:56
0
გინდ ბერძენი იყოს და გინდ რუსი..ქართველობის არაფერი არ ეტყობა გასული საუკუნის გადმონაშთს.
მე ქართველი ვარ.
16 იანვარი 2022 10:32
1
მერედა ვინ მოგახსენათ რომ კავაზაშვილი ქართველია! ის ისეთივე ქართველია, როგორც ომარ თეთრაძე ანუ ბერძენია.ეს ისე, ცნობისათვის.
ზაალ
19 იანვარი 2022 04:04
0
ეს კაცი ლადო კახაძეს მაგონებს.
11 იანვარი 2022 11:14
2
ეგ კაცი არის ანზორ კავაზიდი-ბერძენი.
მახა
10 იანვარი 2022 18:22
0
კარგი ყოფილიყო ამის ბერძნობას ვინ გაიხსენებდა. ჩვენია, და კარენნოი გრუზინებს არ ჩამორჩება სამწუხაროდ.
ლუკა
10 იანვარი 2022 21:30
3
ეს ტიპი ფეხბურთის ჟირინოვსკია რა! რამდენი სისულელეებს დაახეთქებს, იმდენი უნდა წეროთ? დაბერდა და გამოშტერდა
: )))))))
10 იანვარი 2022 00:50
5
ნეტა ამას ქართული გვარი არ ჰქონდეს
muro
09 იანვარი 2022 22:24
11
აუ მართლა რა... ისევ უკან გადაიკეთოს გვარი, არ შეოიძლება? საერთოდ ძალიან უსიამოვნო ტიპია თავისი ველიკოდერჟავული და სულელური გამოხტომებით.
არტ
10 იანვარი 2022 02:27
3
ბერძენია! გვარი გადაკეთებული აქვს!
დავით 67
10 იანვარი 2022 00:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული