"რუსი ფეხბურთელები კედელთან უნდა მიაყენო" - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი

AutoSharing Option
თანამედროვე ხუთჭიდში 2016 წლის ოლიმპიადის რუსი ჩემპიონი ალეკსანდრ ლესუნი აღშფოთებულია რუსეთში ფეხბურთელების მაღალი ხელფასებით.

"მე არ მიყვარს რუსული ფეხბურთი. ყველა კედელთან უნდა მიაყენო, ვინც ასეთ ფულს იღებს! საერთოდ, ინგლისის პრემიერლიგა მომწონს, ხანდახან ესპანურ ფეხბურთს ვუყურებ, მაგრამ ჩემი აზრით, რბილია, სუსტია.

რუსეთის პრემიერლიგა ჩემთვის - ეს თამაში არ არის. არ მესმის, რომ ბიჭები ამხელა ფულს იღებენ და ასე დაბალ დონეზე თამაშობენ. ასე მგონია, 90-იან წლებში "სპარტაკს" ასეთი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა, მაგრამ სისტემატურად იმარჯვებდა და ტოპ-ებში ევროპაშიც კი იყო.
წელიწადში ერთხელ
ან ორჯერ "სპარტაკი"-ცსკა-ს ან ცსკა-"ზენიტის" რაღაც დერბის მსგავსს ვუყურებ. მთლიანობაში კი ეს ჩემთვის რაღაც გაუგებრობაა.

გაუგებარია ფეხბურთელებისადმი ჩვენი ხალხის დამოკიდებულება. პატივს არ მივაგებთ სპორტულ გმირებს - უფრო ზუსტად, პატივს ოთხ წელიწადში ერთხელ მივაგებთ: ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო ფეხბურთელებზე მზად ვართ ყოველდღე ვისაუბროთ, მათით მთელი ეთერი შევავსოთ.

კარგი, შეავსეთ, გმირები რომ იყვნენ, ან მაშინ ამდენი არ გადაუხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც არასწორად გამოდის", - ციტირებს ლესუნს Газета.Ru.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული