“ეს ადამიანი არცხვენს მთელ რუსულ ფეხბურთს…” - სსრკ-ს ყოფილი ფეხბურთელი თანამემამულეებს აკტირიკებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მცველმა ევგენი ლოვჩევმა Матч ТВ-ის პროგრამა Есть тема!-ში "ზენიტის" თავდამსხმელ არტიომ ძიუბასა და "რუბინის" ფორვარდ ივან იგნატიევის რეზონანსული ვიდეოები გაიხსენა.

2020 წლის 8 ნოემბერს ინტერნეტში ძიუბას ინტიმური ვიდეო გამოქვეყნდა. 2021 წლის 5 იანვარს იგნატიევმა "ინსტაგრამზე" ჩანაწერი დადო, სადაც პლაჟზე ლუდის ბოთლით ცეკვავს. 2022 წლის 6 იანვარს გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ გააძევა დაცვის სამსახურმა კრასნოიარსკის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი იგნატიევი.

"სიტყვებს ვერ შევარჩევ. ეს ადამიანი (იგნატიევი) არცხვენს მთელ რუსულ ფეხბურთს. როდესაც "კრასნოდარში"
თამაშობდა, გოლების გატანას ცდილობდა, რათა თავისთვის კონტრაქტი გაეხერხებინა. ახლა კი მას არაფერი არ სჭირდება. თქვენ ამბობთ, რომ  მას ვიდეო გადაუღეს, როცა ცეკვავდა... მეორე კამერის წინ მასტურბირებს... (ორიგინალში უფრო უხეში სიტყვა იხმარა).

ეს დიდი სირცხვილია, ისინი ფეხბურთიდან გასაძევებელნი არიან. ჩვენ ასე არასოდეს ვთვრებოდით. უქმე დღეს დავლევდით და შემდეგ ვარჯიშზე მივდიოდით".

ასევე დაგაინტერესებთ