მისი საუკეთესო 11-ეულში არშეყვანა ფეხბურთის უპატივცემულობაა - ფრანგი აგენტი გაბრაზებულია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემას ინტერესების დამცველი ქარიმ ჯაზირი ფიფას The Best-ის პრემიის შედეგებს გამოეხმაურა.

"ბენზემას წლის საუკეთესო 11-ეულში არშეყვანა ფეხბურთის უპატივცემულობაა.

თუმცა ვიცით, რომ ფიფას ფეხბურთი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს და დიდი ხანია ასეა", - დაწერა ჯაზირიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ფიფამ წლის გუნდში 4 ფორვარდი შეიყვანა: კრიშტიანო რონალდო, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი და ერლინ ჰოლანი.