მელქაძე და დავითაშვილი ერთად შეუტევენ?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი" თავდამსხმელ გიორგი მელქაძესთან ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, შეკრებაზეც არ წაიყვანა და მან გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა.

Матч ТВ-ის ცნობით, მელქაძეს "სოჭი" და "არსენალი" ეპატიჟებიან, მაგრამ თავად ტულურ გუნდში უნდა გადასვლა, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს.

მელქაძის სატრანსფერო ღირებულება 800 ათასი ევროა.

"არსენალი" შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში უნგრულ "კიშვარდას" დაუზავდა (2:2). დავითაშვილს მცირე ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მელქაძე კარგი ფეხბურთელია და არსენალს, აუცილებლად გააძლიერებს.
სოსო
19:50 19-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული