რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ შემტევს, რობინიოს, სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფერდა. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა 2013 წელს, მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში 23 წლის ალბანელი გოგონა გააუპატიურა. ექსფეხბურთელმა 2017 წელს გამოტანილი სასამართლოს ვერდიქტი 2-ჯერ გაასაჩივრა და ორივეჯერ წააგო.

დღევანდელი განაჩენის შემდეგ კი ყოფილ "სელესაოელს" გასაჩივრების საშუალება აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. ერთადერთი ისღაა გასარკვევი, სად გაატარებს 9 წელს - იტალიის ციხეში თუ ბრაზილიის. იმავე სიტუაციაშია რობინიოს მეგობარი რიკარდო ფალკოც.

ამასთან ერთად, ბრაზილიელი დაზარალებულს 60 000 ევროს გადაუხდის
(2017 წელს გამოიტანა ეს განაჩენი სასამართლომ).

UOL-ზე დაყრდნობით, რობინიოს ადვოკატები არ არიან დარწმუნებული, რომ რომის სასამართლო ექსფეხბურთელს ბრაზილიის ციხეში განაწესებს. სავსებით რეალურია, რომ იტალიურმა მხარემ ყოფილი "სელესაოელის" ექსტრადირება მოითხოვოს, თუმცა ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ბრაზილიას ურჩევნია, ფეხბურთელმა სასჯელი იტალიაში მოიხადოს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული