კარიმ ბენზემამ ლიონელ მესი დაიცვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ ლიონელ მესი დაიცვა.

"როგორ შეიძლება მესიმ წარმატებას ვერ მიაღწიოს? ახლა ახალ ლიგაში ადაპტაციის პერიოდი აქვს და ბევრი გოლი ვერ გააქვს, თუმცა შეხედეთ მოედანზე რასაც აკეთებს. თქვენ ასეთ ფეხბურთელზე ცუდს არაფერს უნდა ამბობდეთ. ვინც მესის აკრიტიკებს ფეხბურთის გაგებაში არაა" - განაცხადა კარიმმა.

შეგახსენებთ, ლეომ პსჟ-ს შემადგენლობაში ლიგა 1-ში 11 მატჩი გამართა და თავი 1 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. საპასუხოდ, ბრწყინვალე ფორმაშია კარიმი, ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში "ბლანკოსის" მაისურით 20 მატჩი გამართა და 17 გოლი გაიტანა,
ამასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით