"ფანტასტიკური ხარ..." - რონალდინიომ ვან დაიკი შეაქო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა რონალდინიომ "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი შეაქო.

"ფანტასტიკური ხარ, ელეგანტურად თამაშობ და დაცვას მაესტროსავით უძღვები, გილოცავ!" - განაცხადა სამხრეთამერიკელმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა გამართა და თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მოგეხსენებათ, გაუჩომ კარიერა 2018 წლის 16 იანვარს დაასრულა. "სელესაოელის" ბოლო კლუბი "ფლუმინენსე" გახლდათ. გამოდიოდა ასევე "გრემიოში", "პარი სენ ჟერმენში", "ბარსელონაში", "მილანში", "ფლამენგოში", "ატლეტიკო მინეიროსა" და "ქუერეტაროში". გამოვარჩიოთ ერთი ინდივიდუალური და გუნდური ტიტულიც, ვგულისხმობ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონობას და 2005 წელს "ოქროს
ბურთის" მოგებას.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ