"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველი თეო ერნანდესი სასამართლოს წინაშე წარდგება, - იტყობინება RMC Sport-ი.
თავად ერნანდესს პირადად არაფერი დაუშავებია, მაგრამ მისმა პიტბულმა სხვა ძაღლი დაგლიჯა.
თეოს რამდენიმე ძაღლი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი, პიტბული, სახლიდან ქუჩაში გაიპარა და პინჩერი მოკლა, რომელსაც 74 წლის ქალი ასეირნებდა.
პიტბული ქალსაც შეახტა, რომელიც თავისი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა. ქალის დისშვილმა განაცხადა, რომ მისი დეიდა შოკში ჩავარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ერნანდესს უჩივლეს და "მილანის" ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე წარდგება.