რუსული ნაკრებები და კლუბები უეფადან მოკვეთის საფრთხის წინაშე დგანან

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების ტურნირებიდან მოკვეთის მოთხოვნით ფიფასა და უეფას მიმართა.

ამასთან დაკავშირებით უეფამ განცხადება გაავრცელა: "უეფა და საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად არიან შეშფოთებულნი და მკაცრად გმობენ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის საფეხბურთო საზოგადოებას და მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ უკრაინელ ხალხს.

ამ სიტუაციას მთელი სერიოზულობით გადაუდებლად განვიხილავთ. აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ გადწყვეტილებას ხვალ გამოვაცხადებთ".

პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში მოსკოვში თამაშზე უარი განაცხა
და და უეფა ამ საკითხსაც განიხილავს.

რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებული ფინალში შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსეთში თამაშზე, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უეფას მოუწოდეს, პლეი-ოფები სხვა ქვეყანაში გადაიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისედაც დოპინგ სკანდალებით სახელგატეხილი რუსული სპორტის სრული იზოლაცია,კარგი სვლა იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოებისაგან,მაგრამ არა მგონია ამისათვის მზად იყვნენ.
სოსო
13:01 25-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული