უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების ტურნირებიდან მოკვეთის მოთხოვნით ფიფასა და უეფას მიმართა.
ამასთან დაკავშირებით უეფამ განცხადება გაავრცელა: "უეფა და საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად არიან შეშფოთებულნი და მკაცრად გმობენ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის საფეხბურთო საზოგადოებას და მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ უკრაინელ ხალხს.
ამ სიტუაციას მთელი სერიოზულობით გადაუდებლად განვიხილავთ. აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ გადწყვეტილებას ხვალ გამოვაცხადებთ".
პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში მოსკოვში თამაშზე უარი განაცხა
და და უეფა ამ საკითხსაც განიხილავს.
რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებული ფინალში შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსეთში თამაშზე, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უეფას მოუწოდეს, პლეი-ოფები სხვა ქვეყანაში გადაიტანოს.