ცვლილებაზე შესულ უკრაინელ იარემჩუკს დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა - ფეხბურთელმა ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიური პრიმეირა ლიგის 24-ე ტურში "ბენფიკამ" "ვიტორიას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის 62-ე წუთზე "არწივების" შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი რომან იარემჩუკი ცვლილებაზე შევიდა, რის შემდეგაც გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა და ტაშით დააჯილდოვა; ამასთან ერთად, კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და მატჩისთვის დარჩენილი დრო მოედანზე ლიდერის სტატუსით დაასრულა. რა თქმა უნდა, უკრაინელმა შემტევმა ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

რაც შეეხება "ბენფიკას", ლისაბონური გუნდი 24 ტურის შემდეგ 54 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 მარტს, "პორტიმონენსეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია ua-football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდება საქართველოს,დიდება უკრაინას.
ტოტო
17:02 28-02-2022
2
დიდება უკრაინას!
გიორგი
14:34 28-02-2022
1

სიახლეები პოპულარული