პოლონელებს ფეხბურთელების რუსეთიდან გამოხსნის გეგმა აქვთ - ქართველებს?

AutoSharing Option
"Матч ТВ"-ის კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა პროგრამაში "არის თემა" თქვა, რომ რუსეთში მოასპარეზე პოლონელი ფეხბურთელები შეიძლება ნაკრებში გამოიძახონ და უკან არ გაუშვან:

"ეს ეხება შიმანსკის, ავგუსტინიაკს, კრიხოვიაკსა და რიბუსს. ისინი შეიძლება გაფართოებულ სიაში გამოიძახონ, შემდეგ კი ფაქტის წინაშე დააყენონ, რომ უკან არ უნდა დაბრუნდნენ".

"მე გავიგე, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციას უნდა ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ლეგიონერი გამოიძახოს და უკან აღარ დააბრუნოს", - განაცხადა იურისტმა ალეკსანდრ დობროვინსკიმ.

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის ნაკრებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აეკრძალა და პოლონეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე
გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერ შეხვდება. პოლონელები ავტომატურად გავიდნენ ფინალში, სადაც ჩეხეთსა და შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ალბათ, უპრიანი იქნება, რუსეთიდან მოთამაშეების გამოყვანაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც იზრუნოს, თუ რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებს ამის სურვილი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Შენ კიდევ რა ეგრევე ხელისუფლებას დაასკდები ხოლმე ...
Ქართველებს?-ს
20:34 05-03-2022
3
რა მაგარ ბრძნულ კომენტარებს წერ.საიდან მოგდის ასეთი აზრები?ხო არ ჩამოვახრჩოთ კიდეც?რა გეშველება...წადი თავი მოიკალ,გვამი გადამალე!
G.LA-ს
20:30 05-03-2022
5

სიახლეები პოპულარული