უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლის მიუხედავად, ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" (1:2) დამარცხდა. პოლონური Interia sport-ი ყაზანური კლუბის გულშემატკივრების ღირსეული საქციელის შესახებ წერს:

"მართალი რუსები არიან, თუმცა ყაზანის "რუბინის" გულშემატკივრებისგან მნიშვნელოვანი ჟესტი ვიხილეთ - მათ დატოვეს ის სექტორი, სადაც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის სიმბოლო Z იყო გამოსახული.

Sportall.Ge

მშვენიერი სლოგანია, რომ სპორტი პოლიტიკაში არ ავურიოთ, მაგრამ ეს არც ისე რეალისტურია. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან მომრავლდა სპორტსმენების ჟესტები, რომლებიც მხარს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს უჭერენ. სამშობლოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ - ალექსანდრ ზინჩენკომ
"მანჩესტერ სიტიდან" თუ ანდრეი იარმოლენკომ "ვესტ ჰემიდან". სამარცხვინო ჟესტებსაც ვხედავთ - ბევრი იყო საუბარი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკზე..."

რაც შეეხება "რუბინის" შემდეგ მატჩს, ლეონიდ სლუცკის გუნდი 20 მარტს ცსკა-ს ესტუმრება. შეგახსენებთ, შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთის (და უკრაინის) ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ფიფამ და უეფამ გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) მისცეს, რის შემდეგაც ისინი კლუბებში უნდა დაბრუნდნენ.

altსლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

altაქტიურმა ხვიჩამ გაიტანა - Sportall.ge გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს [VIDEO]

altნაკრების თამაში მოდის, ხვიჩა - არა?! - ჩვენი ლიდერის მისია



მკითხველის კომენტარები / 8 /
გაუმარჯოს დამოუკიდებელ ტატარისტანს !!
გიორგი
15 მარტი 2022 22:36
1
ეს ტატარასტანი კი შედის რუსეთის ფედერაციაში,მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ,რო რაღაც განყენებულად არიან.აი მაგალითად ჯარში მე არ მინახია ჯარისკაცებს ეთქვათ ყაზანიდან ან რომელიმე სხვა ქალაქიდან ვართო ტატარისტანის.
კახა ქ.
15 მარტი 2022 15:21
3
არმინდა ჩემი ქვეყნის ნიჭიერი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობდნენ. ამ აზრს ყოველთვის დავაფიქსირებ. სურვილი სურვილია და შესაძლებლობა მეორე. პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა, რატომაც გვაქვს ჩამორჩენილი ქვეყანა ყველა სფეროში. შეიძლება იმიტომ, რომ კლავიატურასთან დამჯდარი სხვებს განვიკითხავთ და თავად ამ ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებთ?!
ჩამორჩენილი საფეხბურთო ქვეყანა რომ არ ვიყოთ, ჩვენთან გაზრდილ ნიჭიერ ბავშვს რუბინში წასვლა კი არ დასჭირდებოდა ფეხბურთის სათამაშოდ, ევროპის ძლიერ ქვეყნებს ვყოლებოდით მეთვალყურეობის ქვეშ და აღმოაჩენდა ჩვენს ტალანტებს.

!!
15 მარტი 2022 13:55
1
საკუთარი გამართული ჩემპიონატი და ეკონომიკა ჯობია. რა აზრი აქვს ვის შეყურებ ჩემპიონატში.
ლუკა
15 მარტი 2022 17:05
1
ყაზანში ეთნიკურად თათრები ცხოვრობენ, თათრების რესპუბლიკა ჰქვია ამ ქვეყანას, რომელსაც პუტინმა ავტონომია მიანიჭა და წლების წინ ისევეა დაპყრობილი, როგორც ჩრდილო კავკასია და რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე
ყველა ეთნიკური ჯგუფი. სამაგალითო საქციელია!
REAL MADRID
15 მარტი 2022 12:54
3
თათრებს ავტონომია პუტინის დაბადებამე ჰქონდათ
muro
16 მარტი 2022 02:45
0
არ არსებობს, ერთი ტრიბუნიდან მეორეზე გადაჯდნენ რუსები? რევოლუცია იწყება ფაქტიურად, მალე ვნახავ პუტინს ჩამოგდებულს. ეეჰ ხვიჩა, როგორ ვისურვებდი რომ რუსეთში აღარ გხედავდე :( :(
:D :D
15 მარტი 2022 11:13
5
რუსები არა,თათრეთის რესპუბლიკაა და მათაც სურდათ დამოუკიდებლობა,თუმცა ირგვლივ,ოთხივე მხრიდან რუსეთია და რა თქმა უნდა არაფერი გამოუვიდათ.
სოსო
15 მარტი 2022 15:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული